გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ასპინძაში სატყეო უბნის განახლებული ადმინისტრაციული შენობა მოეწყო

29-10-2026

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ასპინძის სატყეო უბნის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით,   ტყესთან დაკავშირებული  სერვისების მიღების გამარტივების მიზნით,  ქვეყნის მასშტაბით 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყო.


ახალი ადმინისტრაციული  შენობები  აშენდა ონში, ამბროლაურსა და ცაგერში,  ხოლო,  სამშენებლო-სარემონტო  სამუშაოები დასრულებულია ლენტეხში, ასპინძაში, დუშეთში,  საჩხერესა და   ზესტაფონში,  რაც  შესაძლებლობას მისცემს როგორც  ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე,  კერძო სექტორს, საჭირო ინფორმაცია და მომსახურება ადგილზე მიიღონ.  


„ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და ინსტიტუციური გაძლიერების  ფარგლებში, რეგიონული სატყეო სამსახურების გაძლიერების მიზნით, დამატებით აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობები, რაც ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შეუფერხებლად ისარგებლონ ყველა იმ სერვისით,  რომელსაც სატყეო სააგენტო სთავაზობს.  ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის სამუშაო პირობების გაუმჯობესება,  ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა“, -  აღნიშნა  ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031