გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 02, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
Forbes-მა ხაჭაპური მსოფლიოში საუკეთესო „ყველის პიცად“ დაასახელა

10-01-2019

გამოცემა Forbes-მა გემრიელი და მსოფლიოში ცნობილი ქართული ეროვნული კერძი ხაჭაპური „საუკეთესო ყველის პიცად“ დაასახელა.


„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, სადაც თუ ეროვნულ კერძს – საუკეთესო ყველის პიცას, რაც კი ოდესმე გიჭამიათ, ერთხელ მაინც გასინჯავთ, მისი დაგემოვნების სურვილი არაერთხელ გაგიჩნდებათ. შესაძლოა ქვეყანა, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის მდებაროებს ბევრისთვის ცნობილი არაა, თუმცა ტურისტების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის არაჩვეულებრივი კერძის- ხაჭაპურის წყალობით.


ისევე როგორც ვაშლის ღვეზელის შემთხვევასი ამერიკაში, საქართველოში ყველა ოჯახს ხაჭაპურის დამზადების საკუტარი რეცეპტი გააჩნია.


არ გეგონოთ, ეს არაჩვეულებრივი ღვეზელი სუფრის მთავარი კერძი იყოს. ქართულ სუფრაზე კერძებით სავსე სულ ცოტა 20 თეფშით დგას მანამდეც კი, სანამ ცხელ-ცხელ ხაჭაპურს შემოიტანენ. ხაჭაპურს სუფრაზე მშვენიერი გაგრძელება აქვს შამფურზე შემწვარი ცხვრის, ღორის ან ქათმის ხორცის, მწვადის სახით, რომელსაც ადგილობრივი სანელებლები კიდევ უფრო გემრიელს ხდის,“ -აღნიშნულია Forbes-ის სტატიაში.


გამოცემა ცალ-ცალკე ახასიათებს იმერულ, აჭარულ და მეგრულ ხაჭაპურებს და აღნიშნავს, რომ ყველაზე მაცდური და გამორჩეული არის მეგრული ხაჭაპური, „რომელსაც თან ახლავს ყველის „ცუნამი“ როგორც გარედან, ისე შიგნიდან."


სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართველების უმეტესობას პიცა უყვარს, 88%-ს ხაჭაპური ურჩევნია. „მეც მათ რიგებში ვარ,“ ვკითხულობთ სტატიაში.




doqtrina.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30