13-01-2019
ყოველ წელს და ყოველ თვე უკეთესად და უკეთესად ვცხოვრობთ, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, ის არ ეთანხმები იმ პოზიციას, რომ ხალხს უფრო და უფრო უჭირს, რადგან ეს არ არის მართალი.
„აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ ხალხს უფრო და უფრო უჭირს, ეს არ არის მართალი და ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი. ეს არის სტატისტიკა და ფაქტები, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც არ არის ჩვენი მოგონილი, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აუდირებული ფაქტები და სტატისტიკა, რომ ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ მოსახლეობის ცხოვრების დონეს, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მთავრობის დამსახურება, ეს არის იმის, რომ ჩვენ მივდივართ ბევრი მიმართულებით, ძალიან კარგად ვვითარდებით, ყოველწლიურად გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რაც რა თქმა უნდა, აისახება მოსახლეობაზე.
შემოსავლები იზრდება, ჩვენ ყოველ წელს და ყოველ თვე უკეთესად და უკეთესად ვცხოვრობთ“, - განაცხადა ქობულიამ.