გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაია ინდოეთის სავაჭრო სამრეწველო პალატისა და კორპორაცია ,,BREEZE”-ს წარმომადგენლებს შეხვდა

24-01-2018

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ინდოეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლეს და კორპორაცია ,,BREEZE”-ს ხელმძღვანელებს ბატონ კუმორს და იუსტინა ჩუდრის შეხვდა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ბასარია, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის" ხელმძღვანელი ალუ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.


შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას საქმიანობაზე, განხორცილებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა ,,სსიპ“ - ების აქტიურ ჩართულობას სხვადასხა პროექტებში, რომლის განხორციელებასაც ზემოაღნიშნული ორგანიზაციები გეგმავენ საქართველოში.


„შეხვედრა საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული იყო, შედეგზე რომელიც მიზნად ისახავს წარმატებულ ბიზნეს პროექტებში დევნილი მოსახლეობის აქტივის გამოყენებას, რასაც მივესალმები და მომავალშიც მაქსიმალურად მხარს დავუჭერ“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031