გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ

15-01-2019

10-15 იანვარს ქალაქ ალმატიში გამართულ ჟაუტიკოვის ოლიმპიადიდან, რომელშიც 18 ქვეყნის 82-მა გუნდი მონაწილეობდა, ქართველი მოსწავლეები ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ.


საქართველოს გუნდების საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მაში კომაროვის და ვეკუას, ხოლო ქუთაისიდან რაზმაძის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.


ოლიმპიადიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ კომაროვის სკოლის მოსწავლეები ნიკა ბირკაძე, რომელმაც ინფორმატიკაში აბსოლუტური პირველი ადგილი და ერთადერთი აბსოლუტური შედეგი აჩვენა სამივე საგანში და 600-დან 600 ქულა დაიმსახურა; მათემატიკაში ოქროს მედალი ლუკა მუშკუდიანმა და ბაქარ გამეზარდაშვილმა, ხოლო ფიზიკაში ალექსანდრე მერაბიშვილმა დაიმსახურა.


ვერცხლის მედალი ინფორმატიკაში ვეკუას სკოლის მოსწავლემ ნიკა სალიამ და კომაროვის სკოლის მოსწავლე თემურ თოლორაიამ, ხოლო ფიზიაში ვერცხლის მედალოსანი კომაროვის სკოლის მოსწავლე ლაშა კოროშინაძე გახდა.


ბრინჯაოს მედლები ფიზიკაში ვეკუას სკოლის მოსწავლე გიორგი ძაძამიამ და კომაროველმა გიორგი გოგაბერიშვილმა, ხოლო მათემატიკაში დავით ხვედელიძემ მოიპოვეს. გარდა ამისა კომაროვის სახელობის 199-ე სკოლის პირველმა გუნდმა მეორე საპრიზო ადგილი (რეიტინგით მესამე ადგილი) დაიკავა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930