გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქეთი დოლიძე: დიდუბის პანთეონთან მდგარი შენობა უნდა დაანგრიონ და ტერიტორია გაფართოვდეს

17-01-2019

პანთეონის მახათას მთაზე განთავსების ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობის ფონზე რეჟისორი ქეთი დოლიძე დიდუბის პანთეონის გაფართოებაზე საუბრობს.

მას აქვს იდეა, რომ პანთეონის მიჯნაზე არსებული შენობა დაანგრიონ და შედეგად ახალი სივრცე გაჩნდეს.


“საკმაოდ დიდი ფართობია. აქ საჯარო დაწესებულება იყო, შემდეგ დევნილები შესახლდნენ და დღეს საკუთრებაში აქვთ გაფორმებული. არაფერი დაშავდება თუ ამ ხალხს ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ და გაასახლებენ. საერთოდ რატომ ცხოვრობენ სასაფლაოსთან. პანთეონთან სახლები და სკოლები არ უნდა იყოს” – აღნიშნავს რეჟისორი.


დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის არსებული ტერიტორია მთლიანად ათვისებულია. იდეას, რომ პანთეონი მახათას მთაზე განთავსდეს საზოგადოების ნაწილი არ ემხრობა. ქეთი დოლიძის მსგავსად ხელოვნების სფეროს არაერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საზოგადო მოღვაწეთა განსასვენებელი პერიფერიებში არ უნდა გადაიტანონ.




akhali Taoba

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728