17-01-2019
გუშინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქებისას ერთ-ერთი გარდაცვლილი ნათია ციცვაძეა. ქალი, კორპუსის მეექვსე სართულზე იმ სახლში იმყოფებოდა, რომელშიც სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა.
ნათია ციცვაძე ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა.
მასთან ერთად სახლში მისი სამი შვილი, და და მეუღლე იმყოფებოდნენ. სამი შვილიდან ერთი – 4 წლის ბიჭი გუშინ ღამით “იმედის” კლინიკაში გარდაიცვალა, ორი კი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. აფეთქებისას დაიღუპა ნათია ციცვაძის დაც. მისი მეუღლე კი – ფრიდონ ფირალიშვილი – მსუბუქი დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაში იყო მოთავსებული და დღეს დილას გაწერეს.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გუშინ საღამოს, დაახლოებით 20:30 საათზე მოხდა. აფეთების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 არასრუწლოვანი და 8 ადამიანი დაშავდა.