გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: „ყაზტრანსგაზის“ მნიშვნელობის კომპანიები, რაც შეიძლება მალე უნდა მოექცნენ სწორი მენეჯმენტის ხელში

18-01-2019

„ყაზტრანსგაზის“ მნიშვნელობის კომპანიები, რაც შეიძლება მალე უნდა მოექცნენ სწორი მენეჯმენტის ხელში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.


მისი განცხადებით, ბოლო დღეებში კომპანიის გასხვისებასა და ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არასწორი მოსაზრებები გავრცელდა.


„„ყაზტრანსგაზ-თბილისში“ 2009 წლიდან არის შესული დროებითი მმართველი. კომპანია სისტემური მნიშვნელობისაა, თუმცა ის რამდენიმე წელია, პრაქტიკულად, გაურკვეველ რეჟიმში იმართებოდა. 16 იანვარს მომხდარი ტრაგედიის მიზეზს, ბუნებრივია, გამოძიება დაადგენს, თუმცა თუ დადგინდა, რომ კომპანიის მხრიდან მოხდა დაუდევრობა ან შეცდომაა დაშვებული, ზუსტად იმის ბრალი იქნება, რომ დროულად არ მოხდა მისი მოდერნიზაცია და სწორი მენეჯმენტი. სწორი მენეჯმენტის ხელში მოხვედრა გულისხმობს იმას, რომ ხანგრძლივი დავა უნდა შეწყვეტილიყო. თქვენ იცით, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში სს „ყაზატრანსგაზსა“ და საქართველოს შორის მიმდინარე დავა მორიგებით დასრულდა. ყაზახური მხარე საქართველოს, დაახლოებით, 500 მილიონ ლარზე მეტს ედავებოდა. დავის შეწყვეტის პირობებით, ყაზახურმა მხარემ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაში წაყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, უარი განაცხადა „ყაზტრანსგაზ-თბლისის“ მიმართ, დაახლოებით, 350 მლნ ლარის მოთხოვნაზე. სანაცვლოდ, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გათავისუფლებოდა ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანებისგან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, ვალების ჩამოწერა მოხდა იმის გამო, რომ ეს კომპანია პრაქტიკულად ვერ ახორციელებდა თავისი ვალდებულებების შესრულებას „96 მილიონი ლარის საბიუჯეტო დავალიანება ჯერ არ არის ჩამოწერილი, დარჩენილია ტექნიკური საკითხები. საბოლოო ჯამში, კომპანია დადგა სწორ, გაჯანსაღების გზაზე, ამიტომ ეს იყო ბიზნესის კუთხით აბსოლუტურად გამართული გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება ადრე რომ მიღებულიყო, შესაძლოა, თავიდან აგვერიდებინა ასეთი ტრაგედიები. ცხადია, ამის აბსოლუტური გარანტია არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი მნიშვნელობის კომპანიები, რაც შეიძლება მალე უნდა მოექცეს ეფექტური მენეჯმენტისა და მართველობის ქვეშ, როგორც ეს თავის დროზე „თელასის“ შემთხვევაში მოხდა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930