21-01-2019
გასულ, 2018 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 484.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17.0 პროცენტით აღემატება.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 3 362.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (22.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 122.3 მლნ. აშშ დოლარს (14.9 პროცენტით მეტი).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წელს 5 760.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1 პროცენტი შეადგინა.
ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 2 297.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.