გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან სანიკიძე: ჩვენ უმრავლესობა ვართ!

4-11-2025

„პირდაპირ ეთერში ვხედავთ როგორ იპარავენ ჩვენს მომავალს, ევროპულ მომავალს!“, - წერს „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, უახლოესი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება დაპირისპირებაში, შესაბამისად, ოპოზიციაში დეპრესიის დრო არ არის.


„პირდაპირ ეთერში ვხედავთ როგორ იპარავენ ჩვენს მომავალს, ევროპულ მომავალს! ეს არ ეხება მარტო ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, მედიას - ყველას, ყველას გვეხება, ვისაც არ გვსურს მონობა. ჩვენ უმრავლესობა ვართ! კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ეს არ არის გლადიატორების ბრძოლა.

უახლოესი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება ამ დაპირისპირებაში. ჩვენი რიგები უნდა გაიზარდოს, გაძლიერდეს. არ არის დეპრესიის დრო. მჯერა, ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ევროკავშირში, საქართველოში!”, - წერს სანიკიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930