24-01-2019
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე საგნობრივი, შინაარსობრივი და არგუმენტებით გამყარებული მსჯელობა გაიმართება ისეთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ საკითხზე, როგორიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და სასამართლო რეფორმაა.
ეს განცხადება ბესელიამ სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
„მზად ვარ, ჩემი პოზიციები, რომელიც ძალიან პრინციპულია, ჩემს კოლეგებს გავუზიარო და მოვიყვანო არგუმენტები, რატომ მაქვს ეს პოზიცია და რატომ მიმაჩნია, რომ არ შეიძლება იმ სიის მხარდაჭერა, რომელიც წარმოდგენილი იყო. იმედს ვიტოვებ, რომ საერთო ხედვაზე და პოზიციაზე შევჯერდებით“-განაცხადა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრება.