გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მელორ ვაჩნაძე გერმანიაში ქურდობისთვის დააკავეს

24-01-2019

აქტივისტი მელორ ვაჩნაძე, რომელმაც საქართველო გასული წლის ნოემბერში, მისი თქმით, პოლიტიკური ზეწოლის გაო დატოვა, გერმანიაში ქურდობისთვის დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს, თუმცა უწყებაში არ ამბობენ რა გახდა მისი დაკავების ზუსტი მიზეზი.


როგორც imedinews-ს წყარომ უთხრა, მელორ ვაჩნაძე გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში, ერთ-ერთ მაღაზიაში ფეხსაცმლის მოპარვას შეეცადა, თუმცა მაღაზიის უსაფრთხოების სამსახურმა კამერების დახმარებით ის ამოიცნეს და ქურდობის ფაქტი აღკვეთეს.


დამატებითი ინფორმაცია და დეტალები მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.


მელორ ვაჩნაძემ საქართველო გასულ წელს დატოვა. როგორც დატოვებამდე მან თქვა, ის "პოლიტიკურ ზეწოლას" განიცდიდა. ვაჩნაძემ წასვლამდე ასევე თქვა, რომ "ქართული ოცნება" მის დაკავებას გეგმავდა, რადგან მისი თქმით, არჩევნებში დახმარებაზე უარი უთხრა.





Imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031