გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მიეცა

25-01-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის პროცესში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ორი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებსაც არ გააჩნდათ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დაწესებული ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისათვის სავალდებულო შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, გააყალბეს გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა დოკუმენტები, რომელიც შემდგომ წარუდგინეს სატენდერო კომისიას.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.


2018 წელს, საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ანალოგიური სახის დანაშაულის ჩადენისათვის პასუხისგებაში მიეცა 20 მეწარმე სუბიექტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031