გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერია კორპუსს ექსპლუატაციაშ მხოლოდ მაშინ მიიღებს როცა ენერგოკომპანიები ქსელის უსაფრთხოებას დაადასტურებენ

28-01-2019

თბილისის მერი კახა კალაძე გაზის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავას და „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ სპეციალურ მმართველს, გიგლა თამაზაშვილს შეხვდა. შეხვედრას ასევე ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდნენ.


მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით პასუხისმგებლობის გამკაცრებაზეც. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს თუ როგორი უნდა იყოს მიდგომები ახალ მშენებლობებთან და უკვე არსებულ საბინაო ფონდთან დაკავშირებით.

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ უსაფრთხოების წესების დარღვევაზე რეაგირების ზომები უკვე გაამკაცრა. გარდა ამისა, მისივე თქმით, დაწყებულია მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზეც და ამ პროცესში დედაქალაქის მერია აქტიურად ჩაერთვება.


თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო შენობის ექსპლუატაციაში მიღების წესსაც.

„ვმსჯელობთ იმაზე, რომ დავაბრუნოთ რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიღებამდე შესახლების შეზღუდვას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია და ზოგადად, ექსპლუატაციაში მიღებაც გაზისა და ელექტროსისტემის გამართულობას, ანუ კორპუსი არ ჩაიბაროს მერიამ, სანამ შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანიები არ დაადასტურებენ, რომ იქ სათანადოდ არის უზრუნველყოფილი ქსელის გაყვანა და მისი მონტაჟი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930