გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-ს 5 150 თანამშრომელს ანაზღაურება 125 ლარით გაეზარდა

29-01-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 5 150 თანამშრომელს, რომელთა სახელფასო განაკვეთიც ყველაზე დაბალი იყო, ანაზღაურება 125 ლარით გაეზარდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 5 150 თანამშრომელს ანაზღაურება 125 ლარით (დარიცხული) გაეზარდა. დეპარტამენტში ხელფასის მატების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე თანამდებობრივი სარგო იმ თანამშრომლებს გაეზარდათ, რომელთა სახელფასო განაკვეთიც ყველაზე დაბალი იყო. მეორე ეტაპისთვის კი, ანაზღაურება ყველა ქვედანაყოფის თანამშრომელს გაეზრდება.


დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ბოლო ერთ წელში საკუთარი სახსრების სწორი განკარგვის შედეგად, ხარჯების დაზოგვით და 2019 წლის დეპარტამენტის ბიუჯეტის ოპტიმიზაციით, 5000-ზე მეტ დაცვის პოლიციელს ხელფასი დაახლოებით 20%-ით მოემატა.


დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ხელფასის ზრდა ბოლო 10 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.


„თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია“-აცხადებენ უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031