გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
კომუნისტური პრესა მარნეულში ფალოსის კულტის ძეგლის აღმოჩენის შესახებ

25-01-2018

საბჭოთა საქართველოს ცენტრალური გაზეთი „კომუნისტი“ იმ არქეოლოგიურ აღმოჩენას ეხმაურება, რომელსაც 1937 წელს, სოფელ მარნეულში შემთხვევით მიაკვლიეს:


„სოფ. მარნეულში (სანდარის მახლობლად) მიწის სამუშაოთა შესრულების დროს წააწყდნენ ძველებურ ფიგურებს, რომლებიც ამოიღეს და იქვე შეინახეს. ფიგურებზე მიკრული მიწა დროთა განმავლობაში გაქვავებულიყო.


როდესაც ფიგურები არქეოლოგებმა შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ ეს არის წარმართობის დროინდელი კერპები, რომლებსაც ჩვენი შორეული წინაპრები სამლოცველოებში ინახავდნენ. ფიგურებზე გამოსახულია ფალოსის კულტის ადამიანის ტანი სხვადასხვა ცხოველის, ან ფრინველის თავით. არქეოლოგების მიერ ჯერ გამორკვეული არ არის, თუ რა ტომის ხალხში იყო გავრცელებული ასეთი კერპები. არის აზრი, რომ ეს კერპები ეკუთვნით იმ ტომებს, რომლებიც დასახლებული იყვნენ აქ ქართველთა ტომებამდე.


კერპები ჩამოტანილი და დაცულია საქართველოს არქეოლოგიურ მუზეუმში“-წერს გაზეთი „კომუნისტი“. (სტილი დაცულია)



NSP.GE ©

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930