გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
''№4საოჯახო მედიცინის ცენტრი''ს თანამშრომლები აქციას განაახლებენ

30-01-2019

ვაზისუბანში მდებარე შპს ''#4საოჯახო მედიცინის ცენტრი''ს თანამშრომლები დღეს, 13:00 საათზე აქციას განაახლებენ. მედიცინის მუშაკთა პროფკავშირი კი აქციის პარალელურად დამსაქმებელთან და დასაქმებულებთან აქტიურ მოლაპარაკებებს გამართავს. შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით ამავე დროს, 13:00 საათზე, კლინიკაშია დაგეგმილი. დასაქმებულები არასათანადო შრომითი პირობების გამო ჩივიან და აცხადებენ, რომ ვერ იღებენ დროულად კუთვნილ ხელფასებს, ადმინისტრაცია არ უზრუნველყოფს აუცილებელი ხელსაწყოებითა და რეაქტივებით, ბოლო დღეებში კი აღარც ელექტრო ენერგია და გაზი აქვთ, რის გამოც პაციენტებს ვეღარ ემსახურებიან . გუშინ დასაქმებულებმა პროფკავშირებთან ერთად გარკვეულ შედეგს მიაღწიეს.


დამსაქმებელმა აიღო ვალდებულება სახელფასო დავალიანების ნაწილი გაისტუმროს 10 დღის ვადაში. თუ დღეს გაზისა და ელექტრო ენერგიის მიწოდება აღდგება ცენტრი მუშაობასაც განაახლებს. კლინიკა ვაზისუბნის მეოთხე მიკრო რაიონის პირველი კვარტალში მდებარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031