გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დეკემბერში მშპ-ს ზრდის ტემპმა 5,6 პროცენტი, ხოლო 2018 წელს 4,8 პროცენტი შეადგინა

31-01-2019

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის საშუალო რეალური ზრდა 4,8 პროცენტით განისაზღვრა.


საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2018 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში.


კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილების დარგში, ასევე ტრასპორტის და საფინანსო საქმიანობის დარგებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031