გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია  

26-01-2018


 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 118- კმ-ზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

 

შეგახსენეთ, რომ გუშინ ღამით, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე ჩამოვიდა დიდი მოცულობის კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ  მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

 

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მობილიზებული იყო ყველა საჭირო  მძიმე ტექნიკა. გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031