26-01-2018
დღეს ნებისმიერ ახალგაზრდას თავისუფლად შეუძლია შეიძინოს იარაღი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია სკოლებში მოხდეს კონფლიქტებისა და დანაშაულის პრევენცია, ხოლო ახალგაზრდები მაქსიმალურად ჩაერთონ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში.
“დღეს ნებისმიერ ახალგაზრდას თავისუფლად შეუძლია შეიძინოს იარაღი. პირველ რიგში გასამკაცრებელია ხელმისაწვდომობა, რადგან იარაღი ვერ აღმოჩნდება სკოლაში, თუ ის არ არის ადვილად ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია სკოლებში კონფლიქტისა და დანაშაულის პრევენცია. არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა სკოლებში, მაგრამ უფრო მეტი აქცენტი არა თავისუფალ დროზე, არამედ სპორტული თუ სახელოვნებო მიმართულებებით არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
19-12-2024
18-12-2024