გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოსწავლეებს სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ

1-02-2019

მეთორმეტე კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები აღარ იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. ასევე, 2020 წლიდან თითოეულ პროგრამაზე ბარიერს უნივერსიტეტები დაადგენენ. 2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება სამ სავალდებულო საგანში იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმ პროფილის მიმართულებით, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს.


ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში - ისტორიას.


რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, მისი ან სხვა პროფილური გამოცდის დამატების უფლება უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031