გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია, რომ ფარული ჩანაწერების საქმე ბოლომდე გაიხსნას

4-02-2019

პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია ის, რომ ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.


მისივე თქმით, მთავარია დადგინდეს პირველი წყარო.


"რა თქმა უნდა, მთავარია პირველი წყარო, საიდანაც გავრელდა ეს ინფორმაცია. ზუსტად ეს უნდა გამოვლინდეს. რაც შეეხება გავრცელებას, გამავრცელებლების კუთხით არის პროგრესი, თუმცა, რაც შეეხება წყაროს, ესაა მთავარი დასადგენი. ამ კუთხით გვექნება მუდმივი კომუნიკაცია სამართალდამცავ ორგანოებთან. პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია ის, რომ ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე", - განაცხადა კობახიძემ.


ინტერპრესნიუსი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031