გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე მე მაქვს ყოველდღიური კავშირი სამართალდამცავ ორგანოებთან

4-02-2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ საქმის გახსა მართველი პარტიის ინტერესებშია.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ საქმის გახსა მართველი პარტიის ინტერესებშია. კობახიძის თქმით, მას ყოველდღიური კავშირი აქვს სამართალდამცავებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქმის ბოლომდე გამოძიება.


„ფარული ჩანაწერების გავრცელების წყარო არის  მთავარი დასადგენი და ამ კუთხით ჩვენ გვექნება მუდმივი კომუნიკაცია სამართალდამცავ ორგანოებთან. პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია, რომ ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე“ - აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.


ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მას პარლამენტის თავმჯდომარე არ დაკავშირებია. „მე მაქვს ყოველდღიური კავშირი სამართალდამცავ ორგანოებთან. რაც შეეხება პირველ დღეებს, იქ ჯერ კიდევ მიმდინარეობდა მუშაობა იმაზე, რომ დადგენილიყო თუ რამდენად შეესაბამებოდა რეალობას ერთი დეპუტატის განცხადება და ამასთან დაკავშირებითაც არის კითხვის ნიშნები. შესაბამისად, ამას ჰქონდა თავისი მიზეზი. რაც შეეხება, ჩემს ჩართულობას ამ პროცესში, ყოველდღიური კავშირი მქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან, შესაბამის მინისტრთან, მინისტრებთან და აქედან გამომდინარე არის ჩემი ჩართულობა ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფილი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქმის ბოლომდე გამოძიება”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 


ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებას იმის შესახებ, რომ ფარული ჩანაწერები, შესაძლოა, მოქმედი ხელისუფლების პირობებში იყოს გადაღებული, რადგან ჩანაწერში ტელეფონი „აიფონ 5“ ჩანს.  პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს მარტივი სპეკულაციაა. „ეს არის მარტივი სპეკულაცია.


იქ ტელეფონების გარჩევა საერთოდ შეუძლებელია, ხუთი ჩანს, მაგრამ „აიფონ 5“  არ ვიცი”-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031