გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი 22 მარტს მამუკა ბახტაძეს ინტერპელაციის წესით მოუსმენს

5-02-2019

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი 22 მარტს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ინტერპელაციის წესით მოუსმენს.


„ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გახსნის ახალ, მინისტრის საათის ფორმატს. ასევე, უკვე ნახსენები იყო, 22 მარტს, თუ არ ვცდები, საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად, ინტერპელაციის წესით, მოვუსმენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ეს რეგლამენტი არის ახალი ამოქმედებული. გვაქვს მეორე, აქტიური სამუშაო კვირა და ამ ორი კვირის განმავლობაში აქტიურად წარიმართება ზედამხედველობის პროცესი საქართველოს პარლამენტში, რაც ახალი კონსტიტუციისა და ახალი რეგლამენტის დამსახურებაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ინტერპელაციის წესი გულისხმობს შემდეგს: პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება ექნება შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ან მთავრობის წევრს. შეკითხვის ადრესატები შეკითხვას პირადად უპასუხებენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რასაც შემდეგ პოლიტიკური დებატები მოჰყვება; მთავრობის წევრის, ან სხვა ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის დაბარება კომიტეტის სხდომაზე; მინისტრის საათის ფორმატის დანერგვა; დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გამარტივება; ზედამხედველობა საკანონმდებლო აქტების აღსრულებაზე; თემატური მოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა; პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა და სხვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930