გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ ქუთაისში ბანკისა  და ხაშურში ორი პირის დაყაჩაღების ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა  

26-01-2018


 

შინაგან საქმეთა სამინისტროს  იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული პირი  თბილისში, ყაჩაღობის  ბრალდებით დააკავეს. დაკავებული  წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობისთვის არის ნასამართლევი.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქუთაისში, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში შეიჭრაგადაჭრილი თოფიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა აღნიშნულ ფილიალში მყოფ მოქალაქეს, შემდეგ სალაროდან 1800  ევრო, 1802 ლარი, 5569 დოლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება ყაჩაღობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ- 179- მუხლის პირველი ნაწილით და 19-109- მუხლის პირველი ნაწილისქვეპუნქტით.

 

გაცნობებთ კიდევ ერთი გახსნილი ყაჩაღობის ფაქტის შესახებ, რომელიც ხაშურში მოხდაჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა  4 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული  5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისწყაროს  მიმდებარე ტერიტორიაზე,  1987 წელს დაბადებულ ..-სა და 2001 წელს დაბადებულ ..-, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, ელექტროშოკისა და ცივი იარაღის მუქარით  ხელ-ფეხი შეუკრეს, 1830 ლარი  და მობილური ტელეფონები წაართვეს, შემდეგ კი  შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179- მუხლის  მე-2 ნაწილისქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031