გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურა: ზაზა სარალიძეს შეუძლია, ნებისმიერ დროს შეხვდეს საქმის პროკურორს, თუ ეს შეხვედრა საქმიანი იქნება

6-02-2019

ზაზა სარალიძეს შეუძლია, ნებისმიერ დროს შეხვდეს საქმის პროკურორს , თუ ეს შეხვედრა იქნება საქმიანი და მისი მხრიდან მორიგ აგრესიულ ქმედებას არ ექნება ადგილი, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის მოთხოვნის შესახებ აცხადებენ.


„საქართველოს გენერალური პროკურატურა მუდმივად მზად არის კომუნიკაციისა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის ნებისმიერ დაზარალებულ და ბრალდებულ პირთან.


როგორც თავად აღნიშნავს, ზაზა სარალიძეს გენერალურ პროკურორთან შეხვედრა სურს სამ სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით, აქედან ერთ-ერთში დაზარალებულია, მეორეში დაინტერესებული მხარე, მესამე საქმეზე კი ბრალდებული. სამივე საქმის პროკურორი მზად არის მასთან შესახვედრად, თუმცა როგორც წესი, ამ სახის შეხვედრები ზაზა სარალიძის მხრიდან აგრესიული ქმედებით სრულდება.


რაც შეეხება ზაზა სარალიძის შეხვედრას გენერალურ პროკურორთან, ეს შეხვედრა შედგა და მას გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის მიერ განემარტა, რომ საქმეზე, გამონაკლისის გარეშე, პასუხისგებაში იქნება მიცემული ყველა პირი, ვის მიმართაც შეგროვდება ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ქ. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს შსს-ში, საქართველოს გენერალური პროკურატურა კი მასზე საპროცესო მხარდაჭერას ახორციელებს.


მეორე საქმე, რომელზეც ზაზა სარალიძეს სურს გენერალური პროკურორთან საუბარი, როგორც თავად აღნიშნავს, არის „კარვების საქმე“. ამ საქმეს იძიებს შსს-ს გენერალური ინსპექცია.


მესამე საქმეზე კი, სადაც ზაზა სარალიძე ბრალდებულია პოლიციელზე თავდასხმაში, სასამართლოში მიმდინარეობს განხილვა და მორიგი პროცესი ჩანიშნულია 8 თებერვალს. ზაზა სარალიძეს შეუძლია, ნებისმიერ დროს შეხვდეს საქმის პროკურორს, თუ ეს შეხვედრა იქნება ნაყოფიერი, საქმიანი და ზაზა სარალიძის მხრიდან მორიგ აგრესიულ ქმედებას არ ექნება ადგილი“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930