გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: გამჭვირვალობის კანონი არის ქართული, რომელიც ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას, საზოგადოების ინტერესების დაცვას და არა - ცალ ფეხზე დგომას

16-04-2024

„პირველად ერთი წლის წინ დავაინიცირეთ კანონი გამჭვირვალობის შესახებ. ამ ერთი წლის მერეც რადიკალურ ოპოზიციას არავითარი არგუმენტაცია მის საწინააღმდეგოდ არ აქვს“, - ამის შესახებ პარლამენტში „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის შეთავაზებაა ცალ ფეხზე დგომა, წაუკითხავად კანონების გაპროტესტება და „მოლოტოვის კოქტეილების“ სიტყვის თავისუფლების გამოხატვად ქცევა.

 

„ორი კვირის წინ ხელმეორედ დავაინიცირეთ ეს კანონი - ისევ არ აქვთ არგუმენტაცია. 12 საათი განვიხილავდით გუშინ კანონპროექტს - არც ეს დრო ეყოთ მათ, რომ დაესაბუთებინათ: რატომ არის დასავლური კანონი დასავლეთში დასავლური და საქართველოში - რუსული?!

 

მათი შემოთავაზებაა: ცალ ფეხზე დგომა, წაუკითხავად კანონების გაპროტესტება, „მოლოტოვის კოქტეილების“ სიტყვის თავისუფლების გამოხატვად ქცევა და ა.შ. ვნახეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის დამოკიდებულებაც, რომელმაც დესტრუქციულ ძალას ქუჩაში მოუხმო და თავისი გადაწყვეტილებით (გრიგორიადისის შეწყალებით), მათ, პრაქტიკულად, ყველაფრის უფლება მისცა. ლგბტ პროპაგანდაც ამის ნაწილია, რომელიც მოსახლეობის ბიომასად ქცევის იდეოლოგიას ატარებს, რათა საზოგადოება მორჩილი გახადონ.

 

გამჭვირვალობის კანონი არის ქართული, რომელიც ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას, საზოგადოების ინტერესების დაცვას და არა - ცალ ფეხზე დგომას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930