გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: გვინდა, რომ გუნდის ყველა წევრი შევინარჩუნოთ

6-02-2019

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რომელიც მან უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, აღნიშნა, რომ დღეს პარტიიდან ვინმეს გარიცხვის საკითხი არ განხილულა.


მდინარაძის თქმით, შეხვედრაზე კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრეს, ხოლო თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, ამას თავად გადაწყვეტს.


„არავის გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა, უბრალოდ  გარკვეულ თემებზე იყო საუბარი,  რაზეც გვიპასუხეს, რომ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებენ. გარიცხვაზე კი საუბარი დღეს არ ყოფილა“-განაცხადა  მდინარაძემ.


მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები გუნდს უფრთხილდებიან და სურვილი აქვთ, მთლიანობა შეინარჩუნონ, მიუხედავად  განსხვავებული ან საერთო პოზიციისა.


„ჩვენ ვუფრთხილდებით გუნდის თითოეულ წევრს, ვუფრთხილდებით წარსულს, ჩვენს პოლიტიკურ საერთო შრომას, რაც გაგვიწევია, მათ შორის წარსულს არა მხოლოდ უახლოესს, არამედ 2011 წლიდან მოყოლებულს. პატივს ვცემთ ამ ყველაფერს და ვამბობთ, რომ გუნდი და გუნდის ყველა წევრი იქნას შენარჩუნებული, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა გუნდისგან შეთანხმებული ან შეუთანხმებელი განცხადებები გაეკეთებინათ და რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ჰქონდეთ  რომელიმე საკითხზე. აქ ერთ საკითხზე ნუ დავვიწროვდებით, ზოგადად ვსაუბრობ, მაგრამ თუ გუნდის წევრი მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებას ამის მიზეზებსაც თვითონ ახსნის. დაველოდოთ, მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ დღეს არავის   უსაუბრია“- აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930