გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კალაძე: შემოსავლები და დანაზოგი, რაც მე მაქვს, აბსოლუტურად მყოფნის

7-02-2019

ის შემოსავლები და დანაზოგი, რაც დღეს მე მაქვს, აბსოლუტურად მყოფნის იმისთვის, რომ ჩემო ოჯახი შევინახო და ასევე, დამატებით ადამიანებსაც დავეხმარო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ მის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული შემოსავლების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.


მისივე თქმით, საკუთარი შემოსავლები ქონებრივ დეკლარაციაში აქვს მითითებული.


„შემოსავლებს რაც შეეხება, ჩემი შემოსავლები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო ჩემი სპორტში საქმიანობის დროს, თუმცა ის შემოსავლები და დანაზოგი, რაც დღეს მე მაქვს, აბსოლუტურად მყოფნის იმისთვის, რომ ჩემო ოჯახი შევინახო და ასევე, დამატებით ადამიანებსაც დავეხმარო. ყველაფერი არის დეკლარაციაში მოცემული”,- განაცხადა კახა კალაძემ.


შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კახა კალაძემ 2018 წელს თბილისში 203,04 კვ. მეტრისა და 258,54 კვ. მეტრი ფართობის ორი ბინა და იმავე მისამართზე მდებარე სამი ავტოსადგომი შეიძინა. ჯამში, უძრავ ქონებაში გადახდილმა თანხამ - 1 943 840 ლარი შეადგინა.


ინტერპრესნიუსი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031