გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი შველიძე ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების პრიზის მფლობელია

11-02-2019

ASC Awards ოპერატორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენაა, რომელიც წელს ლოს-ანჯელესში 33-ედ გაიმართა. ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოებაის წლევანდელ ნომინანტებს შორის მოხვდნენ ისეთი ფილმები და ტელესერიალები, როგორებიცაა Roma, A Star Is Born, Yellowstone, Cold War, The Handmaid’s Tale და სხვა.


ერთ-ერთ ნომინაციაში Spotlight Award წარდგენილი იყო ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე ზაზა ხალვაშის ფილმისთვის „ნამე“. მის გარდა ამ ნომინაციის ჯილდოსთვის იბრძოდნენ ფილმების Girl და The Rider ოპერატორები. გამარჯვებული და Spotlight Award-ის მფლობელი სწორედ გიორგი შველიძე გახდა.


დაჯილდოების ცერემონიას პირდაპირ ეთერში არაერთი მაყურებელი ადევნებდა თვალს. წლევანდელი წელი საიუბილეოა, რადგან ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოება 100 წლის იუბილეს ზეიმობს.


ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც Spotlight Award ქართული ფილმისთვის გაიცემა. 2017 წელს იგივე ჯილდო Gorka Gomez Andreu-მ მიიღო რუსუდან გლურჯიძის ფილმისთვის „სხვისი სახლი“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031