გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: გუნდის დაშლის საფრთხე არ არსებობს

11-02-2019

გუნდის დაშლის საფრთხე არ არსებობს. თუ ვინმე კონკრეტული ერთი, ორი, სამი დეპუტატი სუბიექტური ინტერესებით იმოქმედებს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, კონკრეტულ დეპუტატებთან დაკავშირებით წარმოიშვას გარკვეული საკითხები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, მმართველი გუნდის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.


„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ ყველა გადადებს სუბიექტურ ინტერესებს, ამ შემთხვევაში ყველა იქნება ერთიანი გუნდის წევრი. გუნდის ერთიანობას, ზოგადად, საფრთხე არ ემუქრება. თუ ვინმე კონკრეტული ერთი, ორი, სამი დეპუტატი სუბიექტური ინტერესებით იმოქმედებს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, კონკრეტულ დეპუტატებთან დაკავშირებით წარმოიშვას გარკვეული საკითხები, მაგრამ რაც შეეხება გუნდის ერთიანობას, ამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა კობახიძემ.



ინტერპრესნიუსი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930