გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
რუსული პრესა: სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნების რეალური შანსი აქვს...

11-02-2019

საკმაოდ მივიწყებულმა მიხეილ ნიკოლოზოვიჩმა პუბლიკას თავი შეახსენა: აშშ-ში მყოფმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა ამას წინათ ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც ხმაურიანი განცხადებები გააკეთა ერთ-ერთი სამშობლოს მომავალზე, თან ამერიკულ ბლითებს („ბუბლიკს“, „ბეიგლს“) მიირთმევდა.


ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს საოცარი მადა აქვს და საჭმელს სწრაფად მიირთმევს - იგი ბლითს მდნარ ყველს უსვამს და თან მაყურებელს თავის გეგმებს აცნობს: „ჩვენ ლოდინის და მოცდის დრო არ გვაქვს, ძალების მობილიზება უნდა მოვახდინოთ - აქ ამერიკაში და იქ, ევროპაში იმისთვის, რომ საქართველოში არსებული რეჟიმი დავამხოთ“. თან პირობა დადო, რომ ამ ყველაფერს 72 საათში განვახორციელებო, ანუ სადღაც სამ დღეში. იგი ხელისუფლების „ალტერნატიულ სტრუქტურებსაც“ აყალიბებს და აჭარის ავტონომიაში უკვე მინისტრების პორტფელებიც გაანაწილა თავის მომხრეებს შორის.

„ალტერნატიული“, „ჩრდილოვანი“ თუ კიდევ რაღაცნაირი მთავრობების შექმნა „ფერადი რევოლუციების“ მიმდევარი ოპოზიციის საყვარელი თამაშებია.


საქართველოში ასეთი სტრუქტურები უკვე იყო შექმნილი იმდროინდელი პრეზიდენტების დროს - ჯერ ზვიად გამსახურდიას, შემდეგ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს განზრახული აქვს, ხელისუფლებაში უკვე აპრობირებული მეთოდის მეშვეობით დაბრუნდეს, მაგრამ მიხეილ ნიკოლოზოვიჩი ერთ გარემოებას არ ითვალისწინებს: მართალია, საქართველოში დღეს საკმაოდ ბევრია ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ამჟამინდელი ხელისუფლებით, მაგრამ მათ კარგად ახსოვთ ისიც, თუ როგორ მართავდა ქვეყანას თვითონ მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ 2004-2012 წლების მოვლენები აღარ განმეორდეს. მით უმეტეს, რომ საქართველოში ჩამოფრენისას მას სასამართლოს განაჩენის აღსრულება ელოდება და ბადრაგი უკვე სასაზღვრო ზონაში აიყვანს.


ასე რომ, თუ სადმე რეალურად შეიძლება მიხეილ ნიკოლოზოვიჩის დაბრუნება უახლოეს დროში, უფრო ალბათ უკრაინაში და თან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პეტრო პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს. მაგრამ მეორე მხრივ, იბადება კითხვა: ვთქვათ და არჩევნებში იულია ტიმოშენკომ გაიმარჯვა. რაში დაჭირდება იულიას მიშას უკრაინაში ყოფნა? რომელიც ყვირის, იფურთხება, ოპონენტებს ჭიქას გაუქანებს და წყალს ასხამს? განა იულია მოხარული იქნება მეორე „ვანკა-ვსტანკა“ ჰყავდეს? ერთი უკვე არის - ანდრეი პორუბი და სამყოფია, მით უმეტეს, მას „ვანკა-ვსტანკობის“ დამადასტურებელი ცნობაც აქვს.
თუმცა იქნებ მიხეილ ნიკოლოზოვიჩს რაღაც სხვა რეალობა აქვს? ვთქვათ, პარალელური. „აჭარის მთავრობასავით“. ვინ იცის...





წყარო: «Комсосольская правда»

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930