გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სააკაშვილმა ნიდერლანდებში გასამგზავრებელი საბუთები მიიღო - უკრაინული მედია

20-12-2017

პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს გასულ კვირას ჰოლანდიიდან დოკუმენტები გაუგზავნეს, რომლითაც ის უკრაინას დატოვებდა.
როგორც ცნობილია, ის ციხის დატოვების შემდეგ ჰოლანდიის საელჩოშიც იმყოფებოდა.
"მან მიიღო დოკუმენტები, რომლითაც შეძლებდა უკრაინის დატოვებას და ჰოლანდიაში გამგზავრებას, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მან ეს არ გააკეთა. იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა ის უკრაინაში კანონიერად დარჩენას, მიმდინარეობს იურიდიული პროცედურები, რომელიც იანვრის შუა რიცხვებამდე ვერ დასრულდება", - აცხადებს წყარო მმართველი კოალიციიდან.
პიჩორის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა და "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

წყარო:pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30