გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბახტაძე: ჩვენს გუნდს აერთიანებს ფასეულობები და განვითარების ის ვექტორი, რომელიც საქართველომ აირჩია

13-02-2019

რა თქმა უნდა, უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს. ეს ძალიან ნორმალურია. ამას უნდა მივეჩვიოთ. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ძალიან ბევრი რამ აერთიანებს. მათ შორისაა ფასეულობები და განვითარების ის ვექტორი, რომელიც საქართველომ აირჩია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკა ბესელიას მიერ მმართველ გუნდის შესაძლო დატოვების შესახებ საუბრისას. მისი თქმით, ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებისას, როგორიცაა სასამართლო სისტემის რეფორმა, ბუნებრივია, როცა გუნდში განსხვავებული პოზიციები იკვეთება.


„პარლამენტში პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო რეფორმა გახლავთ ის რეფორმა, რომელიც ნებისმიერი მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე, ზოგადად, ჩართულობასა და პლურალიზმს მივესალმები, რადგან ეს რეფორმა ამას ნამდვილად მოითხოვს. ამასთან, არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური შეფასებები და ესეც, ვფიქრობ, ძალიან ნორმალური და ლოგიკურია.


რაც შეეხება პოლიტიკური გუნდის პოზიციას, - რომელსაც მე სრულებით ვუერთდები და ვიზიარებ: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსამართლეთა შერჩევა. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ძალიან ბევრი რამ აერთიანებს. მათ შორისაა ფასეულობები და განვითარების ის ვექტორი, რომელიც საქართველომ აირჩია. მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ ესაა ჩვენი ცივილიზებული არჩევანი“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031