გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გრიგორი კარასინი: აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარს არასდროს ვიტყვით

27-01-2018

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის წინაპირობად საქართველო რუსეთისგან აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარის თქმას მიიჩნევს, რაც, კარასინის თქმით, არასდროს მოხდება.
ეს განცხადება კარასინმა რუსულ გამოცემა «КоммерсантЪ» -თან ინტერვიუში გააკეთა.
„დიპლომატიური ურთიერთობა საქართველომ გაწყვიტა. თბილისის პოზიციის თანახმად, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ რუსეთი უარს იტყვის აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე, მაგრამ ჩვენ ამაზე არ წავალთ. რუსეთის გადაწყვეტილება საბოლოოა. ჩვენ ამ ორ ახალგაზრდა კავკასიურ რესპუბლიკასთან სამოკავშირეო ურთიერთობას ვაღრმავებთ, უკვე შექმნილია საკმაოდ სოლიდური სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა... როგორც კი ქართული მხარე მზად იქნება დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად, ახალი რეალიების გათვალისწინებით, ჩვენც დაუყონებლივ მოვახდენთ პოზიტიურ რეაგირებას“-განაცხადა კარასინმა.


ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: www.newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031