გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკის მუნიციპალიტეტში მოცვის ბაღი შენდება

13-02-2019

სენაკში მეწარმეობის განსავითარებლად მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. 


სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში შპს ,,აგროთემა’’ 6 ჰა მიწის ნაკვეთზე ლურჯი მოცვის ბაღს აშენებს.


პროექტი პროგრამა ,,დანერგე მომავლის" ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. შპს ,,აგროთემამ“ 100 000 ლარამდე სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, რომელიც კენკროვანი კულტურის ნერგებისა და თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემისთვის იყო განკუთვნილი. 
პლანტაცია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ეწყობა. სამუშაოზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი მოსახლე. 


ლურჯი მოცვის ბაღის გაშენების პროცესი და დაგეგმილი სამუშაოები შპს ,,აგროთემას“ წარმომადგენლებმა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, კახაბერ კუპრეიშვილს გააცნეს. 


სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შპს ,,აგროთემა“ ნერგებით ბრიტანული კომპანიიდან მარაგდება. 


ამ ეტაპზე, აქტიურ ფაზაშია, ლურჯი მოცვის სახეობების - ლეგასის, ბლუგოლდის, გლუკროპისა და სხვა საექსპერიმენტო ჯიშების გაშენების პროცესი. ლურჯ მოცვზე მაღალი მოთხოვნაა როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031