გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 27, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ რუხში საავადმყოფოს მშენებლობაზე დასაქმებული პირი გარდაიცვალა

29-01-2018

სოფელ რუხში, საავადმყოფოს მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი გარდაიცვალა. 
თავდაპირველად პირი ობიექტზე დაცვის თანამშრომელმა უგონო მდგომარეობაში იპოვა, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ კი იგი გარდაიცვალა. 
შემთხვევის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 
„პაციენტი კლინკიაში შემოყვანილი იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ კრიტიკულ მდგომარეობაში. აღენიშნებოდა ერთეული სუნთქვა. ჩვენ მიერ პაციენტი გადაყვენილი იქნა მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა სარეანიმაციო ღონისძიებები. მიუხედავად ამისა პაციენტი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა“- განაცხადა ექიმმა. 
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031