გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
როგორ გადაარჩინა დავით სერგეენკომ ირანელი ქალი თვითმფრინავში

18-02-2019

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ თვითმფრი­ნავ­ში უცხო­ელ მგზავრს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა. რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, შემ­თხვე­ვა ჟე­ნე­ვა-სტამ­ბო­ლის რე­ის­ზე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მოხ­და, მა­შინ როცა მი­ნის­ტრი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­მი­ტი­დან ბრუნ­დე­ბო­და.

ირა­ნელ­მა ქალ­მა, რო­მელ­საც ქარ­თველ­მა მი­ნის­ტრმა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა, ცოტა ხნის წინ მად­ლო­ბის წე­რი­ლიც გა­მო­უგ­ზავ­ნა სერ­გე­ენ­კოს. ქალი მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად ჟე­ნე­ვა­ში ცხოვ­რობს.


"პა­ტივ­ცე­მუ­ლო სერ­გე­ენ­კო, გწერთ რათა გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ, იმ დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის, რო­მე­ლიც ჟე­ნე­ვა-სტამ­ბო­ლის რე­ი­სით ფრე­ნის დროს გა­მო­ი­ჩი­ნეთ ჩემს მი­მართ. მსგავ­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი და გუ­ლის­ხმი­ე­რი დახ­მა­რე­ბა ბორტზე არა­სო­დეს მი­მი­ღია. თქვენ მე სი­ცო­ცხლე მა­ჩუ­ქეთ! კი­დევ ერთხელ გიხ­დით მად­ლო­ბას დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის და იმედს ვი­ტო­ვებ, კვლავ შევ­ხვდე­ბით და გა­გაც­ნობთ ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს" - წერს ირა­ნე­ლი ქალი წე­რილ­ში.


რაც შე­ე­ხე­ბა თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჟე­ნე­ვა-სტამ­ბო­ლის რე­ის­ზე ბორტგამ­ცი­ლე­ბელ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ თვითმფრი­ნა­ვის მგზავ­რი ქალ­ბა­ტო­ნი თავს შე­უძ­ლოდ გრძნობ­და და მას სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბო­და. და­ვით სერ­გე­ენ­კომ ქალს, რომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ მძი­მე იყო, მთე­ლი რე­ი­სის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­წია სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და თვითმფრი­ნა­ვის დაფ­რე­ნამ­დე პი­რა­დად მარ­თავ­და პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას.


აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE-მ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­და­ა­მოწ­მა. რო­გორც უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გან­გვი­ცხა­დეს, მსგავს შემ­თხვე­ვას ნამ­დვი­ლად ჰქონ­და ად­გი­ლი ჟე­ნე­ვა-სტამ­ბო­ლის რე­ის­ზე, რომ­ლი­თაც მი­ნიტ­რი სა­მი­ტი­დან სამ­შობ­ლო­ში ბრუნ­დე­ბო­და.

 

 

Ambebi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930