მთაწმინდის პარკში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
21-12-2017
მთაწმინდის პარკში ატრაქციონის დემონტაჟისას უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
ინციდენტის დროს დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულის ჯანმრტელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მთაწმინდის პარკში სამუშაოებს კერძო კომპანია "კანო" ატარებს.
მთაწმინდის პარკის დირექტორის, გელა დიღმელიშვილის განცხადებით,
„მიმდინარეობდა გიგანტური ბორბლის პროფილაქტიკის მიზნით დემონტაჟი, ხელშეკრულების მიხედვით ამ საქმიანობით იყო დაკავებული კომპანია „კანო“. დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი, ამჟამად მიმდინარეობს ძიება, რომელიც დაადგენს უბედური შემთხვევის მიზეზებს“- განაცხადა დიღმელიშვილმა.