გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიბიამ გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ცხედრის გადმოსვენებაზე თანხმობა გასცა

19-02-2019

ლიბიურმა მხარემ გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედრის გადმოსვენებაზე თანხმობა გასცა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა.


ის ვარაუდობს, რომ ცხედრის გადმოსვენების პროცედურა სავარაუდოდ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.


„სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობს ძალიან ინტენსიურად ინფორმაციის მიღების დღიდან. ჩვენ გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია, როგორც ლიბიურ მხარესთან, ასევე ოჯახის წევრებთან და გემთმფლობელ კომპანიასთან, რომლის ადვოკატიც დღესაც იმყოფება ლიბიაში. თავად ლიბიის ქალაქ მისრატას პროკურატურამ უკვე გასცა თანხმობა ცხედრის გადმოცემაზე, უბრალოდ ეს უნდა დაადასტუროს შესაბამისი აქტით, რომელიც ხვალ გადმოიცემა, რის შემდეგაც უკცე დაიწყება გადმოსვენების პროცედურები. ამისთვის ჩვენ მზად ვართ. ვავარაუდობთ, რომ მიმდინარე კვირაში გადმოსვენების პროცედურა დასრულდება“, - განაცხადა კონსტანტინიდიმ.


მისივე თქმით, გადმოსვენების შემდეგაც გაგრძელდება პროცედურები იმის დასადგენად, თუ რა გახდა მეზღვაურის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.


23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში, 21 იანვარს, სანაპიროსთან გარდაცვლილი იპოვეს.


ინტერპრესნიუსი



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031