გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მთავრობაში სტრუქტურის ცვლილების მთავარი მიზანი უფრო ოპტიმიზირებული და მეტად მოქნილი მინისტრთა კაბინეტის შექმნაა

21-12-2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა. 
როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის ცვლილების მთავარი მიზანი ის იყო, რომ მინისტრთა კაბინეტი გამხდარიყო უფრო ოპტიმიზირებული და მეტად მოქნილი.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაგაცნოთ ჩვენი სამომავლო გეგმები, ასევე გესაუბროთ უკვე დასრულებული საქმეების შესახებ და ასევე მნიშვნელოვანია, მოვისმინო თქვენი მხრიდან შეკითხვები, რეკომენდაციები. მოსული ვარ იმ განწყობით, რომ ძალიან კონსტრუქციულად განვიხილოთ როგორც თქვენი შენიშვნები, ასევე გვაქვს ის განწყობაც, რომ გავითვალისწინოთ ზოგიერთი რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, თუ ეს კონსტრუქციულ ჩარჩოში წარიმართება და მე ამის დიდი იმედი მაქვს.
სულ ცოტა ხნის წინ, წარმოდგენილი იყო სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა და რომლის თანახმადაც სამინისტროების რიცხვი 18-დან 14-მდე შემცირდა შესაბამისად, წარმოდგენილია ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ახალი გეგმებით და რა თქმა უნდა, გაკეთებული საქმეებით, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში შევასრულეთ.
საწყისშივე მინდა ვთქვა, რომ ამ მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის ცვლილების მთავარი მიზანი გახლდათ ის, რომ მინისტრთა კაბინეტი გამხდარიყო უფრო ოპტიმიზირებული, უფრო მოქნილი, აღმოგვეფხვრა ის გადაფარვები, რაც სამინისტროებს შორის არსებობდა და უფრო მცირე ბიუროკრატიით გაგვეკეთებინა მეტი საქმე და მე დარწმუნებული ვარ, რომ კაბინეტის დამტკიცების შემდეგ ჩვენ, სწორედ ამ პრინციპით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. რა თქმა უნდა, ოპტიმიზაციის მიზანი ასევე არის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და არგუმენტი, თუმცა არა ერთადერთი. მთავარი არგუმენტი გახლავთ უფრო მოქნილი და უფრო ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბება. ჩვენთვის, ჩვენი კაბინეტისთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის უმთავრეს ღირებულებად რჩება ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ადამიანის უფლებების ინსტიტუციური დაცვა, კანონის უზენაესობის გამტკიცება ქვეყანაში და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება. სწორედ ეს მიმართულება, მოგეხსენებათ, რომ უკვე დიდი ხანია, აღარ არის უკვე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, არამედ იგი თითქმის მთლიანად განსაზღვრავს ჩვენი შიდა რეფორმების დღის წესრიგს“- განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილმა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასტან დაკავშირებითაც ისაუბრა.
მისი თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უმაღლეს განათლებასა და პროფესიულ განათლებას შორის არსებული არაჯანსაღი პროპორციის შეცვლის მიმართულებით.
„დავიწყებ მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შესრულების მდგომარეობით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ და, ასევე, ოპოზიციას გავუზიაროთ ინფორმაცია იმ შედეგების შესახებ, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ განათლების ძირეული რეფორმა და ამ მიმართულებით, გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უმაღლეს განათლებასა და პროფესიულ განათლებას შორის არსებული არაჯანსაღი პროპორციის შეცვლის მიმართულებით. 20%-ით გაიზარდა პროფესიულ განათლებაში ჩართულ სტუდენტთა რიცხვი და წელს ჩვენ ვიწყებთ ავტორიზაციის და აკრედიტაციის გაცილებით უფრო დახვეწილი სისტემის ამოქმედებას, იმისათვის, რომ განათლების ხარისხი თვისობრივად შეიცვალოს ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პროფესიული განათლების სისტემის სხვადასხვა მოდულების დანერგვას, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს, და არა მხოლოდ ახალგაზრდებს, მისცემს საშუალებას, მიიღონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ პირდაპირი დასაქმებისთვის გამოადგებათ. ასევე, საშუალო განათლების სისტემაში, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ განათლების მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა ამის თაობაზე. მე დეტალებზე აღარ შევჩერდები. ეკონომიკური რეფორმის მიმართულებით, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გავატარეთ ჩვენ ამ წლის დასაწყისიდან - ეს გახლდათ მოგების გადასახადის რეფორმა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ჩვენს ეკონომიკაში მინიმუმ 500 მლნ ლარის საინვესტიციო რესურსი გავაჩინეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, ის რომ არაპირდაპირი გადასახადებიდან ბიუჯეტი დავაბალანსეთ, ერთის მხრივ, პირდაპირი გადასახადების შემოღებით - ეს გახლავთ აქციზური გადასახადი თამბაქოზე საწვავზე და სათამაშო ბიზნესზე, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ, ის დანაკლისი შემოსავლებში, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად გაჩნდა, დავაბალანსეთ მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით და სახელფასო ხარჯების შემცირებით, რომელიც, ჯამში, მარტო 2017 წლის განმავლობაში არის 140 მლნ ლარი. ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც ახალი დინამიკა მოიტანა ეკონომიკური ზრდის მიმართულებით და მოგეხსენებათ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, დღევანდელი მდგომარეობით, 4,9 %-ის ფარგლებშია. ეს არის ის რეალური ზრდა, ხაზს ვუსვამ, ინფლაციის გათვალისწინებით და რა თქმა უნდა, მომავალი წელი, ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ გვაქვს დამტკიცებული, გახლავთ ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტი და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი დინამიკის მიღება იქნება შესაძლებელი ეკონომიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიმდინარე წელს "სტარტაპების" ანუ დამწყები ბიზნესის მექანიზმები შევქმენით. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ უკვე გვაქვს დაახლოებით 70-მდე დამწყები ბიზნესი დაფინანსებული ახალი სისტემის მეშვეობით. ჩვენ მოვიწვიეთ კალიფორნიის შტატიდან, "სილიკონ ველიდან" წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, შევქმენით საბჭო, რომელმაც ტრენინგი ჩაუტარა ადგილობრივ საბჭოს. პირველი დაფინანსების ნაკადი, სწორედ, მათი მონაწილეობით იქნა შერჩეული და შეიქმნა სისტემა, რომელიც უკვე მუშაობს ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს, ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება, მაღალტექნოლოგიური მიმართულებით "სტარტაპ" იდეების დაფინანსების და ეს სწორედ ამიტომ გაკეთდა. მოგეხსენებათ, რომ ტექნოპარკი უკვე ფუნქციონირებს თბილისში და ასევე, ზუგდიდში და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა თაობაში და არა მხოლოდ.
სულ ცოტა ხნის წინ, წარმოდგენილი იყო სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა და რომლის თანახმადაც სამინისტროების რიცხვი 18-დან 14-მდე შემცირდა და შესაბამისად, წარმოდგენილია ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა, ახალი გეგმები და რა თქმა უდნა, გაკეთებული საქმეები, რომლებიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში შევასრულეთ. ჩვენთვის, საწყისშივე მინდა ვთქვა, რომ ამ მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის ცვლილების მთავარი მიზანი გახლდათ ის, რომ მინისტრთა კაბინეტი გამხდარიყო უფრო ოპტიმიზირებული, უფრო მოქნილი, აღმოგვეფხვრა ის გადაფარვები, რაც სამინისტროებს შორის არსებობდა და უფრო მცირე ბიუროკრატიით გვეკეთებინა მეტი საქმე და მე დარწმუნებული ვარ, რომ კაბინეტის დამტკიცების შემდეგ ჩვენ, სწორედ, ამ პრინციპით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. რა თქმა უნდა, ოპტიმიზაციის მიზანი ასევე არის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და არგუმენტი, თუმცა არა ერთადერთი. მთავარი არგუმენტი გახლავთ - უფრო მოქნილი და უფრო ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბება. ჩვენთვის უმთავრეს ღირებულებად რჩება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის ადამიანის უფლებების ინსტიტუციონალური დაცვა, კანონის უზენაესობის გამტკიცება ქვეყანაში და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება და სწორედ ეს მიმართულება, მოგეხსენებათ რომ უკვე დიდი ხანია აღარ არის უკვე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, არამედ იგი თითქმის მთლიანად განსაზღვრავს ჩვენი შიდა რეფორმების დღის წესრიგს. დავიწყებ მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ და, ასევე, ოპოზიციას გავუზიაროთ ინფორმაცია იმ შედეგების შესახებ, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ განათლების ძირეული რეფორმა და ამ მიმართულებით, გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უმაღლეს განათლებასა და პროფესიულ განათლებას შორის არსებული არაჯანსაღი პროპორციის შეცვლის მიმართულებით. 20%-ით გაიზარდა პროფესიულ განათლებაში ჩართულ სტუდენტთა რიცხვი და წელს ჩვენ ვიწყებთ ავტორიზაციის და აკრედიტაციის გაცილებით დახვეწილი სისტემის ამოქმედებას, იმისათვის, რომ განათლების ხარისხი თვისობრივად შეიცვალოს ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პროფესიული განათლების სისტემის სხვადასხვა მოდულების დანერგვას, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს, და არა მხოლოდ ახალგაზრდებს, მისცემს საშუალებას, რომ მიიღონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ პირდაპირი დასაქმებისთვის გამოადგებათ. ასევე, საშუალო განათლების სისტემაში, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. და დარწმუნებული ვარ რომ განათლების მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა ამის თაობაზე მე დეტალებში აღარ შევჩერდები. ეკონომიკური რეფორმის მიმართულებით, მინდა გითხრათ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გავატარეთ ჩვენ ამ წლის დასაწყისიდან - ეს გახლდათ მოგების გადასახადის რეფორმა რომლის მეშვეობითაც ჩვენ ჩვენს ეკონომიკაში მინიმუმ 500 მლნ ლარის საინვესტიციო რესურსი გავაჩინეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, ის რომ არაპირდაპირი გადასახადებიდან ბიუჯეტი დავაბალანსეთ, ერთის მხრივ, პირდაპირი გადასახადების შემოღებით, ეს გახლავთ აქციზური გადასახადი თამბაქოზე საწვავზე და სათამაშო ბიზნესზე, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ის დანაკლისი შემოსავლებში, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად გაჩნდა, დავაბალანსეთ მთავრობის ხელფასების და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით რომელიც, ჯამში, მარტო 2017 წლის განმავლობაში არის 140 მლნ ლარი. ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია და რეფორმა, რომელმაც ახალი დინამიკა მოიტანა ეკონომიკური ზრდის მიმართულებით და მოგეხსენებათ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, დღევანდელი მდგომარეობით, 4,9 %-ის ფარგლებშია. ეს არის ის რეალური ზრდა, ხაზს ვუსვამ ინფლაციის გათვალისწინებით და რა თქმა უნდა, მომავალი წელი, ბიუჯეტი რომელიც ჩვენ გვაქვს დამტკიცებული, გახლავთ ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტი და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი დინამიკის მიღება იქნება შესაძლებელი ეკონომიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მიმდინარე წელს სტარტაპების ანუ დამწყები ბიზნესის მექანიზმები შევქმენით. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ უკვე გვაქვს დაახლოებით 70-მდე დამწყები ბიზნესი დაფინანსებული ახალი სისტემის მეშვეობით. ჩვენ მოვიწვიეთ კალიფორნიის შტატიდან, "სილიკონ ველიდან" წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, შევქმენით საბჭო, რომელმაც ტრენინგი ჩაუარა ადგილობრივ საბჭოს და პირველი დაფინანსების ნაკადი, სწორედ, მათი მეშვეობით იქნა შერჩეული და შეიქმნა სისტემა რომელიც უკვე მუშაობს ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს, ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება მაღალტექნოლოგიური მიმართულებით სტარტაპ იდეების დაფინანსების და ეს სწორედ ამიტომ გაკეთდა. მოგეხსენებათ, რომ ტექნოპარკი უკვე ფუნქციონირებს თბილისში და ასევე, ზუგდიდში და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა თაობაში და არა მხოლოდ. მნიშვნელოვანია, ასევე ითქვას ბიზნესსახლის პროექტის შესახებ, რომელიც მმართველობითი რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ. ბიზნესსახლის პროექტი მომსახურების კუთხით გახლავთ, შეიძლება ითქვას, მეორე ფაზა. მოგეხსენებათ, რომ იუსტიციის სახლის სისტემა წარმატებულად ფუნქციონირებს და იგი 400-ზე მეტ სერვისს აწვდის ფიზიკურ პირებს. ჩვენ წამოვიწყეთ ბიზნესსახლის პროექტი, რათა ანალოგიური, ერთი ფანჯრის პრინციპით დავფაროთ მთლიანად იურიდიული პირების საჭიროებები სერვისის მიმართულებით. ჩვენ გავაკეთეთ აღრიცხვა სახელმწიფო სექტორში და ეს გახლავთ 60-ზე მეტი სახელმწიფო უწყება 800-ზე მეტი სერვისით იურიდიული პირებისთვის, რაც არის მნიშვნელოვანი გამოწვევა. ეს არის ურთულესი რეფორმა, ვინაიდან იგი ითვალისწინებს არა მხოლოდ წარმომადგენლობითი ოფისების ერთ სივრცეში გახსნას, არამედ ე.წ ფრონტოფისების, ანუ მომსახურების კომპონენტის გაერთიანებას და ოპტიმიზაციას და ითვალისწინებს ერთი ფანჯრის პრინციპით 800-ზე მეტი სერვისის მიწოდებას, როგორც ფიზიკურად ერთ სივრცეში, ასევე, ერთი ელექტრონული პორტალის მეშვეობით. ეს არის ძალიან ფუნდამენტური მმართველობითი რეფორმა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან პოზიტიურ შედეგებს მოიტანს, როგორც ბიზნესის კეთების გაიოლების თვალსაზრისით, ასევე კორუფციის შემდგომი შანსების შემცირების თვალსაზრისით და გამჭვირვალობის და ეფექტურობის ზრდის კუთხით.
მინდა, ასევე ორიოდე სიტყვით შევეხო საპენსიო რეფორმას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული რეფორმა გახლავთ. საპენსიო რეფორმა გახლავთ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც საქართველოში, დასაქმებულ ადამიანებს მისცემს საშუალებას, იზრუნონ საკუთარ სიბერეზე და ამაში მათ თანადაფინანსებას გაუწევს როგორც სახელმწიფო, ასევე - დამსაქმებელი. მოგეხსენებათ, პროექტის დიზაინი უკვე წარმოდგენილია და ფართო განხილვების საგანს წარმოადგენს. ეს რეფორმა, ერთის მხრივ დღეიდან 10, 15 და უფრო მეტი წლის შემდეგ, საშუალებას მისცემს მომავალ პენსიონერებს, ღირსეული სტანდარტი უზრუნველყონ თავიანთი სიბერის პერიოდისთვის, მაგრამ, ამავე დროს, ამ რეფორმას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ე.წ გადადინების, ანუ გვერდითი ეფექტები, რომელიც ყოველწლიურად ასეულობით მილიონ გრძელვადიან საინვესტიციო ეროვნულ ვალუტას გააჩენს, რათა ეს რესურსი ჩასხმული იქნას ეკონომიკაში საინვესტიციო რესურსის სახით. მოგეხსენებათ, რამდენად დიდი პრობლემაა გრძელვადიანი საინვესტიციო რესურსი ეროვნულ ვალუტაში. ვფიქრობთ, ეს იქნება ძირეული რეფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს მოიტანს და ასევე მოიტანს ინსტიტუციურ განვითარებას, როგორც საფინანსო სექტორის ისეთ მიმართულებებში, რომლებიც დღეს არ არსებობს და არ არის განვითარებული საქართველოში - ეს არის კასტოდიუმის დეპოზიტარის ინსტიტუციების განვითარება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი - საფონდო ბირჟის განვითარება და სტიმული ამ მიმართულებით. ამ კუთხით რეფორმის მიზნით, უკვე შედგენილია დღევანდელი სისტემის დიაგნოსტიკა და გასაკეთებელი საგზაო რუკა, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალში. ეს სამუშაო ჩატარდა აზიის განვითარების ბანკის მონაწილეობით. რეფორმაში ჩართულია მსოფლიო ბანკი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ევრობანკი და ყველა დონორის მონაწილეობით, მაღალი ჩართულობით იდგმება ეს ნაბიჯები. რეფორმა მოიწონა სავალუტო ფონდის მისიამ და ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები სრულად ეთანხმებიან ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესაძლებლობების ათვისების კუთხით, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია. ვაჭრობა ევროკავშირთან იზრდება, ევროკავშირი არის ჩვენი ქვეყნის პირველი სავაჭრო პარტნიორი; 20%-ით გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში; დსთ-ს ქვეყნების წილი მთლიან სავაჭრო კალათაში მცირდება, რაც ნიშნავს ჩვენი საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციას და კიდევ უფრო მეტად დაზღვეულობას ამა თუ იმ საგარეო შოკისგან.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ინსტიტუციური რეფორმებიც წარმატებით ხორციელდება - ეს არის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, სანიტარული და ფიტოსანიტარული ინსტიტუციების რეფორმები, კონკურენციის მიმართულებით რეფორმა, საბაჟო სისტემის და ა.შ ძალიან ბევრი რეფორმა, რომელიც დაკავშირებულია თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებასთან და მასში გათვალისწინებული ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებასთან საქართველოში.
ძალიან მნიშვნელოვანია, შევეხოთ სივრცით მოწყობას და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისებას. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნლოვანი ნაბიჯები გადაიდგა, ვინაიდან მთელი ფინანსური რესურსი, რომელიც ოპტიმიზაციის შედეგად, თუ სხვადასხვა გზით გამოვათავისუფლეთ, მიმართულია კაპიტალურ დანახარჯებზე. მნიშვნელოვანია, რომ არ მომხდარა ადმინისტრაციული ხარჯების გაბერვა, პირიქით, 2017 წელს 140 მილიონით შემცირდა მთავრობის სახელფასო და ადმინისტრაციული ხარჯები და მნიშვნელოვნად გაიზარდა კაპიტალური დანახარჯები. მარტო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ფარგლებში 36%-იანი ზრდა გვაქვს. მომავალ წელს დაგეგმილია ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ამ მიმართულებით, მილიარდ 800 მილიონ ლარზე მეტი იქნება ხარჯები, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია მთლიანად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მიმართულებით.
ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ ჰაბად გადაქცევა არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. აქ უნდა აღინიშნოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის წარმატებით განხორციელება. მე მაქვს სულ ბოლო დღეების მონაცემები. ჩვენ უკვე გვაქვს პროექტში ამერიკული და ქართული კომპანიების პარტნიორობა, ეს არის უმსხვილესი "თიბისი ჯგუფის" წარმომადგენლობა, აშშ-დან ცნობილი საინჟინრო კომპანია "კონტი ჯგუფი", "ssa marine" - სიეტლის პორტის მენეჯერი კომპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 240 ლოკაციას მართავს და ეს კომპანია შემოვიდა, როგორც არა მხოლოდ პორტის მართველი, არამედ როგორც ინვესტორი კომპანია. ასევე, ბოლო დღეების განმავლობაში მივიღეთ ინფორმაცია, რომ მსხვილმა ჩინურმა კომპანიამ გამოაცხადა თანხმობა ამ პროექტში ინვესტიციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროექტი გახდება დასავლური და აღმოსავლური ინვესტიციების ნაზავი. ამის ხაზგასმა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ ეს არის საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკურ ჰაბად გადაქცევის მოდელი. ჩვენ ასევე გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორები უზბეკეთიდან ამ პროექტში, რაც შუა აზიის ჩართულობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც ძალიან დიდ დინამიკას მოიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კუთხით მომავალი ათწლეულების განმავლობაში და ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი.
ორი მსხვილი ლოგისტიკური პროექტის ინტერესთა გამოხატვაა გამოცხადებული, ლოგისტიკური ცენტრები თბილისსა და ქუთაისში, რომელიც პრინციპში შეკრავს მთელი ქვეყნის ლოგისტიკურ ჯაჭვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დასასრულს მიუახლოვდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ჩვენ ბოლო ეტაპზე გადავედით, როდესაც დაახლოებით 2018 წლის განმავლობაში დასრულდება ეს პროექტი და ექსპლუატაციაში მისი სრულად შეყვანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ასევე ქვეყნის სარკინიგზო-სატრანზიტო პოტენციალის განვითარების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია არსებული რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, 8-კილომეტრიანი გვირაბი უკვე დასრულებულია ქვიშხეთი-ხარაგაულის მონაკვეთზე. ეს არის ყველაზე გვირაბი საქართველოში და მთლიანად რეგიონში, რომელიც ჩინური კომპანიების მონაწილეობით დასრულდა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩქაროსნული მაგისტრალის უსწრაფესად დასრულება და ამ მიმართულებით ერთდროულად ათობით პროექტზე არის გამოცხადებული პროექტირება, ტენდერი და სრული მასშტაბით მიმდინარეობს სამუშაოები.
სივრცითი განვითარების კუთხით ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული მიმართულებებით ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინვესტიციები საქართველოს მთავრობის მხრიდან, კერძო კომპანიების ჩართულობით, ასევე გზების მშენებლობა ტურისტული მიმართულებებით და გენერალური განვითარების გეგმების მიხედვით ამ მიმართულებების განვითარება.
ენერგოიმპორტის შემცირება და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება და ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურები უკვე დასრულდა, ახლები მშენებლობის პროცესშია. მოგეხსენებათ, "ნენსკრას" პროექტი, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ყველაზე მსხვილი ახალი ჰიდროპროექტია, კორეულ კომპანიასთან ერთად ხორციელდება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით; ასევე მნიშვნელოვანია, დროზე დაიწყოს მსხვილი ახალი პროექტების მშენებლობა, რომ ადგილობრივმა გენერაციამ ჩაანაცვლოს თანდათანობით იმპორტი. მნიშვნელოვანია ასევე ახალი მწვანე ენერგიის მიმართულებით ინვესტიციები. მოგეხსენებათ, პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა და მზის და ქარის ენერგიაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მთავრობის მხრიდან.
ღია მმართველობის პარტნიორობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა და საქართველოს წარმოჩენის საშუალება საერთაშორისო მასშტაბით. მოგეხსენებათ, საფრანგეთის პრეზიდენტმა გადმოგვაბარა ჩვენ თავმჯდომარეობა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის ფარგლებში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ესტაფეტა. ჩემთვის არის უდიდესი პატივი, მაგრამ რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა, რომ გამჭვირვალობის, ეფექტური და ჩართულობითი მმართველობის კუთხით ჩვენ გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი რეფორმები.
ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენ ვგეგმავთ ინტერნეტ-პეტიციების პორტალის შექმნას, უკვე შექმნილია Ichange.gov.ge, სადაც 10 000 ხელმომწერის შეგროვების შემთხვევაში, მთავრობა ვალდებული იქნება, განიხილოს პეტიცია და დასაბუთებული პასუხი, ან დადებითი, ან უარყოფითი ხელმომწერებს აცნობოს. მთავრობა ამ მიმართულებით არაერთი პლატფორმის შექმნას გეგმავს, რათა დიალოგის და ჩართულობის საშუალებები შეიქმნას და ცივილიზებული გზით ჩვენ შევძლოთ მოსახლეობის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფაა მმართველობის პროცესში.
თვითმმართველობებისა და დეცენტრალიაზციის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ გეგმას წარმოვადგენთ უახლოეს მომავალში. პარლამენტთან ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ, რათა კიდევ უფრო მეტი დელეგირება მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, მოხდეს კიდევ უფრო მეტი, ფინანსების გადაცემა სამართავად, მათ შორის. ჩვენი მიზანია, კვალიფიცირებული ადამიანები მიდიოდნენ სამუშაოდ ჩვენს რეგიონებში. ძალიან მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღების ცენტრების ჩანაცვლება მოხდეს ადგილობრივ თვითმმართველობებში ისეთ საკითხებზე, რომლებზეც მათი კომპეტენციის მშენებლობა უნდა მოხდეს თანდათანობით. ეს არის ჩვენი სტრატეგიული ხაზი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რაც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო.
მოგეხსენებათ, სკოლების კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ ცენტრებად ფორმირების ხაზი ფორმირების ხაზი აიღო ჩვენმა ხელისუფლებამ. ეს იქნება საშუალება, სხვადასხვა დიალოგის პლატფორმა შეიქმნას რეგიონებში, რათა მოსახლეობის ჩართულობა მოხდეს მმართველობის პროცესში.
სოფლის მეურნეობის, აგროპოლიტიკის და კოოპერაციის მიმართულებით გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევებიც და გამოწვევებიც. ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს კოოპერაციის მიმართულებით. აგროკრედიტის და აგროპროგრამების კუთხით ჩვენ შევძელით, თვისობრივად შეგვეცვალა ვითარება რეგიონებში. ეს არის ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯები, რომ რეორიენტაცია მოხდეს ჩვენი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ევროპულ ბაზარზე და ამ მიმართულებით მართლაც გვაქვს ხელშესახები პროგრესი. 3500 ჰექტრამდე თანამედროვე სტანდარტების ხეხილის ბაღებია გაშენებული სახელმწიფოს დახმარებით და სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამების მხარდაჭერით, მათ შორისაა ემპარდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამა G4G, გიზ და ბევრი სხვა საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც ამ მიმართულებით გვეხმარება. დღეს არის უპრეცედენტო შესაძლებლობები სოფლად, რომ ინიციატივიანმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი საქმის წამოწყება და წარმოების შექმნა.
ძალიან მნიშვნელოვანია გამოწვევებზეც საუბარი - ეს არის რა თქმა უნდა, აზიური ფაროსანა, რომელიც არ ვიცით, რა სიურპრიზებს მოგვიტანს 2018 წელს, ჩვენ საგულდაგულოდ ვემზადებით ამისთვის. 2017 წელს სამინისტრომ გააკეთა მაქსიმალური, რაც შესაძლებელი იყო ამ მიმართულებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის გამოწვევა, რომლის მასშტაბებიც არის უპრეცედენტო, დღემდე არნახული. ვნახოთ, როგორი იქნება გაზაფხული, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მომზადებული უნდა დავხვდეთ ამ გამოწვევას.
ასევე მნიშვნელოვანია, გარემოს დაცვის, ტყის აღრიცხვის და ინვენტარიზაციის მიმართულებით ჩვენი გეგმა. მინდა ვთქვა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეერთებით გარემოს დაცვის სამინისტროსთან, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ბევრი კუთხით. ეს იქნება მსხვილი, ძლიერი სამინისტრო, რომელშიც გარემოს დაცვის მიმართულებას ერთმნიშვნელოვნად ექნება ძალიან დიდი პრიორიტეტი. ეს იქნება ასევე სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანად მთელი ჩვენი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო წარმოების მწვანე კონცეფციის ქვეშ გარდაქმნას და თანდათანობით მეტი ეკოლოგიური სტანდარტის დანერგვას ევროპული სტანდარტების დანერგვას ჩვენ სოფლის მეურნეობაში. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გამოწვევები ბევრია და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა გახლავთ ტყის უკანონო ჩეხვა. ჩვენ, ახლადშექმნილ სამინისტროსთან და სამართალდამცავი სტრუქტურების ჩართულობით, ომს ვუცხადებთ საქართველოში ტყის უკანონო ჩეხვას. ეს არ არის ლიტონი სიტყვები. თქვენ ამის შედეგებს დაინახავთ. ჩვენ გვაქვს ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობა. პირველ რიგში, გამოყოფილია რესურსი ტყის აღრიცხვა-ინვენტარიზაციის კუთხით, გერმანიის მთავრობა გვეხმარება და გვიფინანსებს ამ მიმართულებით გასაწევ სამუშაოს, მაგრამ სისტემურად სწორი მართვა და სწორი კოორდინაცია სხვადასხვა უწყებებს შორის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილებები იქნება. ამ გამოწვევას და ამ მდგომარეობას მე დღეს ვაღიარებ. ეს არის სერიოზული გამოწვევა.ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასევე იმიტომ, რომ რადგან სოციალურ მდგომარეობასთან იკვეთება სოფლად ეს უკანონო ტყის ჩეხვა და რა თქმა უნდა, ჩვენ ერთის მხრივ უნდა გავამკაცროთ, მაგრამ მეორეს მხრივ ალტერნატივები უნდა შევქმნათ ძალიან სწრაფი ტემპით, რათა მოხდეს უკანონო ტყის ჩეხვის და რეწვის ჩანაცვლება რომ ალტერნატიული შემოსავლის საშუალებებით“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031