გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საწარმოო შემთხვევისას გარდაცვილის ოჯახმა 40 ათასი ლარი მიიღო

22-02-2019

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფრომაციით, პროფკავშირების მიერ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად, სამშენებლო კომპანიას 40 000 ლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.


საქმე ეხება გახმაურებულ ფაქტს, რომელიც 2018 წლის თებერვალში, ვაკეში მოხდა. მაშინ ნინო ჟვანიას ქუჩაზე მშენებარე ობიექტის მე-5 სართულიდან 26 წლის ჯ. ჯ. გადმოვარდა და გარდაიცვალა. მას „პინოერის“ ტიპის სამშენებლო ლიფტიდან გაჯის ტომრები გადაჰქონდა სამუშაო პლატფორმაზე.


გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მარჩენალდაკარგული ოჯახის ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავს. სამუშაო ადგილზე გარდაცვლილის ოჯახსა და კომპანიას შორის მორიგების აქტი გაფორმდა თუმცა, მიუხედავად მორიგების გაფორმებისა, მოსარჩელეებს აღსრულების ეროვნული ბიუროს საშუალებით მოუწიათ დაკისრებული თანხის მიღება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031