გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირინა ონაშვილის სახლიდან სამკაულების მოპარვისთვის ოჯახის დამხმარე ქალი დააკავეს

22-02-2019

სამართალდამცავებმა „მის საქართველო 2003"-ის, ირინა ონაშვილის გაქურდვის ბრალდებით 45 წლამდე ქალი დააკავეს. დაკავებული ონაშვილის სახლში დამხმარედ მუშაობდა. საუბარია, დაახლოებით, 10 000 ლარის ღირებულების სამკაულების ქურდობაზე. ირინა ონაშვილის განცხადებით, ფაქტი გასული წლის ოქტომბერში მოხდა, თუმცა, სამართალდამცავებს გვიან მიმართა.


ქურდობაში ბრალდებული ქალი 20 თებერვალს დააკავეს.


"მადლობელი ვარ ჩვენი პოლიციის, რომლებმაც ძალიან სწრაფად გამოიძიეს ეს საქმე. ფაქტი ოქტომბერში მოხდა, უბრალოდ გვიან განვაცხადე. განცხადების დაწერიდან ბევრი დრო არც გასულა. ის ჩემთან არც ისე დიდი ხანი მუშაობდა", - განაცხადა ონაშვილმა.


ბრალდებულ ქალს იურიდიული დახმარების ბიუროდან იცავს ადვოკატი, რომელიც ბრალდებულის ოჯახის წევრების თხოვნით, მომხდართან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულ ქალს, რომელიც 3 მცირეწლოვანი შვილის დედაა, 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


ინტერპრესნიუსი



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031