გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სომხეთის ექს-პრეზიდენტის შვილს ფულის გათეთრებისთვის ბრალი წაუყენეს

24-02-2019

ეროვნული უშიშროების სამსახურმა სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის უფროს ვაჟს, სედრაკ კოჩარიანს ბრალდება წაუყენა. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადებისთვის თავის არიდება და დანაშაულებრივი გზით მიღებული მსხვილი შემოსავლების ლეგალიზება ედება ბრალად.


მის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად გამოყენებულია ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი. გამოძიება გრძელდება.


რაში ედება კონკრეტულად ბრალი სედრაკ კოჩარიანს


ეროვნული უშიშროების სამსახური იუწყება, რომ გამოძიების დროს სედრაკ კოჩარიანის ბრალეულობის დამადასტურებელი ფაქტები აღმოაჩინა. მას ბრალად დანაშაულებრივი საქმიანობის ინიციატორობა და ხელმძღვანელობა ედება. საქმე ეხება მისი კუთვნილი ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის დროს მსხვილი საგადასახადო თანხის გადაუხდელობას.


შემდეგ, როგორც შეტყობინებაშია ნათქვამი, რიგი საბანკო ოპერაციისა და მაქინაციის გზით, კოჩარიანი საკუთარი შემოსავლების დაკანონებასა და მისი წარმოშობის წყაროს დაფარვას ცდილობდა.


კერძოდ, ერთ-ერთ თავის კომპანიაში მესამე პირის მიერ შეტანილი 5.300.000 დოლარის ოდენობის თავისუფალი წილი სედრაკ კოჩარიანმა გააფორმა როგორც სესხის გადასახადი. ორი გადხდის საშუალებით მან ეს თანხა თავის ანგარიშებზე გადაანაწილა როგორც სავალე ვალდებულებების კომპენსაცია.
ბალანსში ყალბი ცნობების შეტანით ახალგაზრდა ბიზნესმენმა 916.706.560 დრამის ($1,9 მილიონი) ოდენობის გადასახaდისთვის თავის არიდება მოახერხა.
სედრაკ კოჩარიანს ბრალად ედება ის, რომ მან შიდასაოჯახო კომპანიების ორგანიზებით მსხვილი შემოსავლების დაკანონება შეძლო. მათი ნაწილი მან სასტუმრო „ბესტ ვესტერნ კონგრესის“ შესაძენად გამოიყენა.


მამა-შვილი კოჩარიანები მომხდარს შურისძიებად მიიჩნევენ


სედრაკ კოჩარიანმა, ვებგვერდ 2rd.am-ის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემისას ყველა ბრალდებას შეთითხნილი უწოდა. ბიზნესმენი მომხდარს ხელისუფლების, კერძოდ კი პრემიერ-მინისტრი ფაშინიანის, მხრიდან მის ოჯახზე უმიზეზო თავდასხმად აფასებს.


„ნიკოლ ფაშინიანი ჩვენს ოჯახზე ყურადღებას, დიდი ხანია, ამახვილებს, ჯერ კიდევ ჟურნალისტური მოღვაწეობის დროიდან… დეპუტატად ყოფნისას ის შემთხვევას არ უშვებდა, რომ ჩვენი ოჯახის პატიოსანი სახელი დაღირსება არ შეელახა, მას შემდეგაც კი, როდესაც მამაჩემს სახელმწიფო თანამდებობა დიდი ხნის განმავლობაში აღარ ეკავა … ნიკოლისა და მისი თანამგზავრების მიერ ჩვენი ოჯახის შესახებ ცრუ და ყალბი ჭორების გავრცელების ძირითადი ტექნოლოგია უაღრესად პრიმიტიულია.


თავად ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი საკუთარ პატიმრობას ასევე პოლიტიკურ დაკვეთად მიიჩნევს. 2018 წლის დეკემბრის თვიდან კოჩარიანი „1 მარტის“ საქმის გამო პატიმრობაში იმყოფება. საუბარია 2008 წლის მოვლენებზე. მაშინ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის მომხრეები საპროტესტო აქციებს ატარდებდნენ. ისინი მის გამარჯვებაში დარწმუნებულები იყვნენ და არჩევნების შედეგების გადახედვას ითხოვდნენ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, გამარჯვებულად სერჟ სარგსიანი გამოაცხადა.


დემონსტრაციის დარბევის დროს სამხედრო იარაღი გამოიყენეს, დაიღუპა 10 ადამიანი. იმ მომენტისთვის ქვეყნის პრეზიდენტი ჯერ კიდევ რობერტ კოჩარიანი იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით არჩეულ სერჟ სარგსიანს საკუთარი უფლებამოსილების აღსრულება ჯერ დაწყებული არ ჰქონდა. ამიტომაც, ახლა საკუნსტიტუციო წყობის დამხობისა და დემონსტრაციის დარბევისთვის ბარლი კოჩარიანს ედება.


„1 მარტის“ საქმეზე დაწყებული გამოძიება სომხეთის „ხავერდოვან“ რევოლუციამდე ერთი ადგილიდან არ იძვროდა. ახალი მთავრობა, რევოლუციის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით, ამ საქმის გამოძიებას მაშინვე შეუდგა.


შედეგად, 2018 წლის ივლისში რობერტ კოჩარიანს 2008 წლის 1 მარტის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე საკონსტიტუციო წყობის დამხობისთვის ბრალი უკვე წაუყენეს.


სომხეთის ახლანდელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატის ლევონ ტერ-პეტროსიანის ინტერესებს წარმოადგენდა. ის აქტიურად მონაწილეობდა იმ საპროტესტო აქციებში, რომლებიც არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო.
1 მარტის მოვლენების შემდეგ, როდესაც დემონტრსციის დარბევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, ოპოზიციონერი, მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ბრალდების გამო, ერთი წლითა და ოთხი თვით იატაკქვეშეთში გაუჩინარდა.


2010 წლის 1 ივლისს ფაშინიანი პროკურატურაში ნებაყოფლობით გამოცხადდა, ის დააპატიმრეს და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ერთი წლისა და 11 თვის შემდეგ მას შეეხო ამნისტია, რომელიც სომხეთის დამოუკიდებლობის 20 წლის თავს მიეძღვნა. უფლებადამცავების აზრით, ხელისუფლება, საერთაშორისო სტრუქტუტრების ზეწოლის გამო, იძულებული გახდა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა.


მიმდინარე წლის თებერვალში სომხეთის საგანგებო საგამოძიებო ჯგუფმა სომხეთის მეორე პრეზიდენტს რობერტ კოჩარიანს ახალი ბრალდება წაუყენა. ამჯერად მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებაში ედება.


რობერტ კოჩარიანი მის მიმართ წაყენებულ არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს.


JAM-NEWS.NET

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031