გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: ადამიანები გადიან ფრაქციიდან და ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია

25-02-2019

გია ვოლსკი: საპარლამენტო უმრავლესობიდან, დამატებით, დეპუტატების წასვლას არ ველი

დღეს საკითხი უმრავლესობის შენარჩუნებაზე არ დგას. უმრავლესობის შენარჩუნება-არშენარჩუნებაზე კითხვის დასმა გადაცემებს უფრო მეტ სიმწვავეს მატებს, თუმცა ამის რეალური წინაპირობა არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა.


„ადამიანები გადიან ფრაქციიდან და ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია. ზოგს ცალკე პოლიტიკური მიზნები აქვს, ზოგი ერთმანეთს ცალკეული თემატური პრინციპით უპირისპირდება. მთავარია, მედია იყოს მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებას სრული და გამჭვირვალე ინფორმაცია ჰქონდეს. ვინც ჩვენ უკვე ვიცით, ის მიდის უმრავლესობიდან. დამატებით დეპუტატების წასვლას არ ველი. უკვე ვიცით დეპუტატების შესახებ, რომლებმაც სასამართლო თემებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს. ამის შემდეგ ერთ გუნდში ყოფნა მიზანშეწონილი არ იქნებოდა, მაგრამ თემატური საკითხები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სკანდალური გაცილებები, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი ამბავია,” – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031