გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: TBC ბანკი ჩვენი ფინანსური სექტორისა და ეროვნული ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია

26-02-2019

„როგორც ფიჩმა აღნიშნა, ეროვნული ბანკი ატარებს ძალიან სწორ პოლიტიკას და ჩვენი საბანკო ფინანსური სექტორი ძალიან მდგარდია. დანარჩენი, ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი“- ამის შესახებ განცხადება მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.


პრემიერის თქმით, TBC ბანკი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ეროვნული ეკონომიკისთვის.


„მე TBC ბანკთან დაკავშირებით არაერთხელ დავაფიქსირე პოზიცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, TBC ბანკის არის ძალიან ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი არა მხოლოდ ჩვენი ფინანსური სექტორისთვის, არამედ ეროვნული ეკონომიკისთვის და ამავე დროს, მე ვფიქრობ, რომ ის ერთობლივი განცხადება, რომელიც გააკეთა TBC ბანკმა და ეროვნულმა ბანკმა, გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რასთანაც რეალურად, ჩვენ გვაქვს საქმე. ეროვნული ბანკის მხრიდან მიმდინარეობდა ობიექტური ზედამხედველობის პროცესი და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დადებითი სიგნალი, რომ ჩვენ მოვისმინეთ ერთობლივი განცხადება TBC ბანკისა და ეროვნული ბანკის მხრიდან. უფრო მეტიც, მე გუშინ მქონდა სპეციალური ბრიფინგი და ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებაზე, რომელსაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. ჩვენ გაგვიზარდეს საკრედიტო რეიტინგი და დღევანდელი დღის მონაცემებით ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში ვისაც გაუზარდეს და ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობად, ფიჩმა აღნიშნა სწორედ ის, რომ ეროვნული ბანკი ატარებს ძალიან სწორ პოლიტიკას და ის, რომ ჩვენი საბანკო ფინანსური სექტორი არის ძალიან მდგარდი. დანარჩენი, ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიაში, ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის საშუალება, რომ მისცეს შეფასება ნებისმიერ საკითხს. ჩვენ მოვისმინეთ ალბათ დღეს კომიტეტზე თითოეული ადამიანის შეფასებას“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930