გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დევნილ ოჯახებს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე კერძო სახლებს აუშენებენ

26-02-2019

საქართველოს მასშტაბით დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240-მდე კერძო სახლი და 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


საგრანტო პროგრამა, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გულისხმობს, საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობით, ერთობლივად შემუშავდა.


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გამოყოფილი 10 მილიონი ევროს ოდენობის გრანტით, საქართველოში ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლამდელი აღზრდის ორ დაწესებულებას; დევნილებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გაიცემა თითქმის 250 გრანტი, ასევე დაფინანსდება სხვა სოციალური აქტივობები.


მამუკა ბახტაძემ გერმანიის მთავრობას გრანტის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა.


„ვფიქრობ, ეს პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი, რათა მომავალ წლებში, მიღებული გამოცდილებით გავაფართოოთ ჩვენი აქტივობები. დარწმუნებული ვარ, ეს პროგრამა წარმატებით დასრულდება და მიღებული გამოცდილება იქნება საფუძველი, რომ 2020 წლის ბიუჯეტში მსგავსი პროგრამები ერთ-ერთი წამყვანი პრიორიტეტი იყოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031