27-02-2019
გაზაფხულზე განვითარებული პროცესები მნიშვნელოვანი იქნება უმრავლესობის მომავლისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გუნდიდან ნებისმიერი ადამიანის წასვლა დანაკლისია, თუმცა ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია. ხუციშვილი ადასტურებს, რომ მოსამართლეთა სიის საკითხმა უმრავლესობაში დისკომფორტი შექმნა, თუმცა, მისი აზრით, მთავარია, რომ პროცესი კონსტიტუციურ ფარგლებს არ გასცდეს.
„ვფიქრობ, რომ მოსამართლეთა სიამ უმრავლესობისთვის დისკომფორტი შექმნა. უმრავლესობის შეხვედრაზე, ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სერიოზული პროტესტი. ცხადია, ვრჩებით კონსტიტუციურ ფარგლებში და რა თქმა უნდა, არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს არ მივიღებთ“ - განაცხადა ხუციშვილმა.