27-02-2019
ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტზე საუბარი ძალიან არასერიოზულია, ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„შეიძლება, რაღაც, ლეგიტიმური მიზანი გამოძრავებდეს, მაგრამ ამ გზისკენ, ერთის მხვრივ არაკონსტიტუციური კანონის ინიცირებით და მეორეს მხრივ, ულტიმატუმების წაყენებით არ უნდა იარო“ - განაცხადა მდინარაძემ.
იქამდე, ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტს არ გამორიცხავს.