გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბელარუსში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადაეცათ

27-02-2019

ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლბიანი ელჩი ვალერი კვარაცხელია და კონსული დავით კურტანიძე მინსკში მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს ესტუმრნენ. ქართველმა დიპლომატებმა სკოლის მოსწავლეებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სკოლებისთვის სპეციალურად შექმნილი სამსაფეხურიანი სახელმძღვანელოები გადასცეს , რომლებიც მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს.

ღონისძიებაზე საქართველოს ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ელჩმა ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობას და ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რაც უწყებას გააჩნია საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გასაძლიერებლად და სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველსაყოფად.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის ქართული ენის სწავლების ინტეგრირებული პროგრამა და სახელმძღვანელო, რომელიც საკვირაო სკოლებს სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცემათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031